《I hate you Kim Taehyung! (დასრულებული)》მეთერთმეტე💚
Advertisement
-მაშ,თუ გადაწყდა ჩვენი შვილების დაქორწინების საკითხი,ჩვენ წავალთ-ამბობს ბატონი კიმი-და ხო,რადგანაც გარეთ კარგი ამინდია,მინდა თეჰიონმა და ელამ გაისეირნონ და დაილაპარაკონ,რადგან ვიცი მათ შორის ახლა დიდი დაძაბულობაა-მიუხედავად იმისა,რომ დიდ პატივს ვცემ ბატონ კიმს,ახლა მართლა ნერვებს მიშლის და მაღიზიანებს.
აი ასე. მე და თეჰიონი ქუჩებს მივუყვებით.ერთმანეთს შორის 5-6 ნაბიჯიანი დაშორებაა.
მზე ჩადის და ირგვლივ ძალიან ლამაზ და თბილ გარემოს ქმნის. შემოდგომა,რომ უკვე აქაა,ძალიან ადვილად შესამჩნევია.ხეებიდან წითელ-ყვითელი ფოთლები ცვივა და თავიანთ ძველ ბინას შორდებიან. სახლების წინ, ბალახის ნაკლებობაც შესამჩნევია.
-ელა...ვიცი,ნამდვილი ნაბიჭვარივით მოვიქეცი,ვერ დაგაფასე, მაგრამ....შენმა მეგობარმა,ტასომ ამიხილა თვალები...რამოდენიმე დღის წინ იყო მოსული და მასწავლა ჭკუა....ისე სიმართლე,რომ გითხრა,გრძელი ფრჩხილები აქვს-ხულრობას ცდილობს და თან ლოყაზე ისვამს ხელს, მეც ვაკვირდები და 4 დიდი ნაკაწრი აქვს სახეზე.ჩამეცინა,მაგრამ მალევე დავსერიოზულდი.
-და რაზე გესაუბრა?-ვიკითხე,რამოდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ.
-მითხრა,როგორი გოგოც იყავი, ისიც მითხრა 2 კვირა დეპრესიაშიც,რომ იყავი და სულ ტიროდი.ბევრი რამ მითხრა შენზე და მეც ამეხილა თვალები.იმ ღამეს..ის ღამე...უბრალოდ მეგობრებს დავენიძლავე,რომ ამას გავაკეთებდი და მართლა რომ მცოდნოდა,ვინ იყავი ამას არ ვიზამდი....მართლა ბოდიში. ისიც კი არ გავითვალისწინე,რომ ჩემი მეგობრის და ხარ-ამბობს და ისევ სიჩუმე ვარდება ჩვენ შორის.
-რატო იქცევი ასე? ანუ,რატო გინდა,რომ ბიჭების თვალში "კარგი ბიჭი" იყო?-უცებ კითხვა დავსვი.
-პატარაობაში დიდი ტრამვა მივიღე..5-6 კლასში ყოველ დღე მოდიოდნენ 8-9 კლასელი ბიჭები,მცემდნენ და მერე ჩემი ლანჩის ფულს მართმევდნენ. ერთ დღეს ვთხოვე,რომ ეს ყველაფერი შეეწყვიტათ და მეც მათნაირი გავხდებოდი,მათაც,რატომღაც დამთანხმდნენ და ასე,რომ ვთქვათ ჩემი გაწრთვნა დაიწყეს. რათქმაუნდა მე მათ თვალში ძალიან მაგარი და კარგი ვჩანდი,მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს ვთამაშობდი,როცა ბიჭებისგან შორს ვიყავი, ისევ ისეთი უსუსური ბიჭი ვხდებოდი.ალბათ მას შემდეგ, ეს ჩვევად და ფობიად გამომყვა,რომ თუ სხვას არ მოვაწონე თავი ისევ ისე მცემენ და დამამცირებენ. ასევე ის ბიჭები,რომლებთანაც ეს ნიძლავი დავდე,ზუსტად ისეთი ბიჭები არიან, როგორც ისინი იყვნენ. ისინი კარგად მიცნობდნენ და ამიტომ გავაკეთე ეს .როგორც იცი მე ადრე აქ ვსწავლობდი და ჩემი "ცუდიბიჭობა"გახდა მიზეზი მამამ,რომ გადამიყვანა სხვა სკოლაში.
Advertisement
15-20 წუთი კიდევ "ვისეირნეთ" და მერე ბიჭების სახლისკენ ავიღეთ გეზი.
-ბიჭებთან როგორია ცხოვრება?-უხერხული სიჩუმის მოსაკლავად დასვა ალბათ კითხვა თეჰიონმა.
-ისინი ძალიან კარგად მექცევიან და თავს ისე მაგრძნობინებენ,თითქოს მათთან ერთად დიდი ხანია ვცხოვრობ-ვუთხარი და გავიღიმე.
მალე მივედით სახლთან.თეჰიონმა დაიჟინა მიგაცილებო,ღამდება და ცუდი აზრია მარტო წასვლაო.
სახლში შევედი თუ არა 7 წყვილი,ინტერესით სავსე თვალი შემეჩეხა. ხო მართლა მეშვიდე ტასოა,რომელიც დღესვე გადმოვიდა ჩვენთან.
-ძალიან დავიღალე და ხვალ მოგიყვებით რაც მოხდა-ვამბობ და ოთახში ავდივარ.
ალბათ იფიქრებთ "აი ვსო, ელა აპატიებს თეჰიონს ყველაფერს და ერთად ბედნიერად იცხოვრებენო",მაგრამ ცდებით, მე მის მიმართ ზიზღის მეტს არაფერს ვგრძნობ და მხოლოდ იმიტომ გავყვები მას ცოლად, რომ ბავშვი არ მინდა უმამოდ გაიზარდოს.
მე კიმ თეჰიონი სამუდამომ მეზიზღება და არასროს ვაპატიებ მას.ის, რაც მან ჩაიდინა გამოუსწორები და უპატიებელია.
მეორე დღეს ადრე გამეღვიძა. ცოტახნით ლოგინში ვიწექი,ბევრ რამეზე ვფიქრობდი.ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ და ვიაზრებ მომხდარს, მაგრამ უნდა შევეგუო, ესაა ახლა ჩემი აწყმო და ვერსად გავექცევი მას.
ლოგინიდან ავდექი,სააბაზანოში შევედი და სარკესთან დავდექი.მუცელს დავაკვირდი, დაახლოებით 2 კვირის ორსული ვარ, მუცელი კი, რათქმაუნდა არ მეტყობა.
შხაპი მივიღე და კვლავ სარკის წინ დავდექი.
-ჰეი,პატარავ მანდ ხარ?-ვამბობ სიცილით და მუცელს ვუყურებ.
-შენი აზრით გიპასუხებს?-სააბაზანოში უკვე გამზადებული ტასო შემოდის, მე თვალებს ვატრიალებ და სააბაზანოდან გამოვდივარ.გარდერობში შევდივედი და ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე-თბილათ ჩაიცვი დღეს წვიმს-მომაძახა და ჩემი ლოგინის გასწორება დაიწყო.
15 წუთიანი მსჯელობის შემდეგ, ასე ჩავიცვი.
-წავედით?-მეკითხება ტასო.
-კი-ვეუბნები და ერთად ჩავდივართ მისაღებ ოთახში.
-გოგოებო, მალე წავიდეთ რომ დაგვაგვიანდება-ამბობს ჯინი,ჩანთას იღებს და სახლიდან გადის. მას ყველა მივყვებით და 2 მანქანაში ვნაწილდებით.
10 წუთში სკოლასთან მივედით.რვავე ერთად შევედით სკოლაში,როგორც მოსალოდგენი იყო,
ყველა ჩვენ გვიყურებდა.
თეჰიონიც იქვე იდგა და საერთოდ არ გავდა,იმ თეჰიონს რომელიც გუშინ იყო. სახეზე დამცინავი ღიმილი ჰქონდა აკრული, მის მეგობრებთან ერთად იდგა და ჩვენსკენ იყურებოდა. გამახსენდა გუშინდელი მისი ნათქვამი. ძალიან მაინტერესებს,რომელ ნაწილში თამაშობდა,გუშინ იყო მსახიობის თუ დღესაა?
Advertisement
-აბა როგორ ხართ?-მოდის ჩვენთან თეჰიონი.
-კარგად ვიყავი, სანამ შენ გამოჩნდებოდი-უბღვერს ტასო.
-ასეც მოველოდი-ამბობს და იცინის-მალე ქორწილი დაინიშნება,ხომ მოხვალთ არა? თქვენს გარეშე ქორწილი ცუდი იქნება-ამბობს ვითომ მოწყენილი სახით.
-როგორც ვხედავ გიხარია ქორწილი-ამბობს ჯინი.
-რათქმაუნდა,ბოლოს და ბოლოს ჩემი გახდება ეს გოგო, რომელსაც შორიდან ვუმზერდი სულ. ყოველთვის ვნატრობდი მას და მის სხეულს-იცინის. დავიბენი.
-რეებს ბოდავ?-წყობიდან გამოდის ჯონგუკი.
-რა გგონია,რატომ გადმოვედი ისევ ამ სკოლაში? მოდი გეტყვი, თქვენი სახლის გვერდით მოხუცი ცხოვრობს,ის ჩემი ბაბუაა. იქ იშვიათად დავდიოდი,ხოლო მაშინ, როცა ჩემი ოთახის ფანჯრიდან დავინახე ლამაზი სხეული, დავინტერესდი და დავიწყე ბაბუასთან ხშირად სიაური. რათქმაუნდა ჩუმათ,ყოველ საღამოს ვუყურებდი ელას სხეულს და ვტკბებოდი ამით. ბოლოს,როცა გავიგე,რომ შენი ტყუპისცალი იყო ჯონ ჯონგუკ, მივხვდი,რომ იმ სკოლაში იქნებოდა ელა სადაც შენ სწავლობდი. ამიტომ გადავწყვიტე სკოლაში გადმოვსულიყავი და ელას "მეგობარი"გავმხდარიყავი. სკოლაში გადმოსვმა საერთოდ არ გამჭირვებია,ბოლოს და ბოლოს მამაჩემი სკოლის დირექტორია.მერე გეგმები შემეცვალა და სკოლელებთან ნიძლავის დახმარებით,მალე ჩავიგდე ელა ხელში და ახლა, როცა გავიგე,რომ ის ჩემი ცოლი გახდებოდა უფრო გამიხარდა...აღიარეთ,რომ იღბლიანი ვარ-ამბობს ამაყური სახით.
გული ჩამწყდა. ის წარმოდგენა,რომელიც ოდნავ წესიერი იყო მასზე და რომელიც გუშინ შექმნა სულ ჩამოიშალა. არ მინდა ასეთი თავხედი, საშინელი, ნაბიჭვარი და გაუზრდელი ადამიანი იყოს ჩემი შვილის მამა.
თვალებზე ცრემლები მომადგა,საშინლად დამცირებულად ვგრძნობ თავს. ან რაა, არ ვარ დამცირებული?
როგორც ჩანს ყველა გაბრაზდა,რადგან ექვსივეს მუჭები ჰქონდათ შეკრული.
გაბრაზებულმა ჯონგუკმა თეჰიონისკენ წაიწია,მაგრამ მას ვიღაცამ დაასწრო...
Advertisement
- In Serial131 Chapters
Maou the Yuusha
Out of seemingly nothing, a girl comes into existence in an odd world. It’s explained to her that she is the being known as the “Maou”, an entity that comes into existence when a “Yuusha” is summoned. The humans of this world think she intends to destroy them all and thus send the Yuusha to destroy her. Contrary to their belief however, the Maou has no intentions of destroying anyone. The Maou has one year to find a solution and save herself from destruction. Is this a story about a misunderstood hero, or is it about the rise of the darkest villain?Credit for the cover art goes to NightSerenity.
8 211 - In Serial6 Chapters
The Last Human
I am the last human alive. My world is filled with magic and steam powered mecha. I have none of that. I am fragile in this world and if I wish to remain part of the races on this planet, I need to find a way to get back to earth and find a bride. The odds are stacked against me but the one thing I do have as a human is resiliance. I will find the portal that my parents travelled through and I will return to their home planet. That is my only goal. That is my only legacy and I must succeed. To anyone who finds this diary, please make it known that I did exist. If my race has died out, I was here. I was King. I am Adam Carter. I am the last Human.
8 132 - In Serial8 Chapters
The Lipaks Way
This is a series of stories set in Lipaks, an old gaming world of mine. Most of the entries will be chapters of Audiences, a story about a minstrel and a barbarian travelling through various lands. This will be interspersed with short stories featuring different characters in the same setting.
8 86 - In Serial14 Chapters
Claimed by the Gods
Xeyian. A magical world that was set to be the gods play toy. The gods laughed and enjoyed the lives that strived in this very world. To the gods, the souls of the mortals was just a play thing.Lucca comes from a family that has followed the teachings of the life gods. Taking their children, they offer their souls to the angels above to claim them in the future. Once a member of the family dies, they will serve as angels in the after life. But Lucca was not claimed by those angels. The angels rejected his soul leaving his mother to weep. Unknown to all this, Lucca was given up by his mother. But little did Lucca's family knew, that Lucca was claimed by another god. The goddess of death claimed Lucca as her husband. Giving him the mark of death. This mark soon lead to Lucca's future to out strip a mere mortals.Current Chapters: 1-14Status: Haitus or may be cut.
8 74 - In Serial16 Chapters
one more time ↬ pcy + bbh
❝ I'm in love with you, Baek. ❞
8 169 - In Serial7 Chapters
GULAKU | Yoongi X BTS | Namgi | JinGa | Sope | Minyoon | Taegi | KookGa
Berisi Oneshoot Yoongi dengan pairnya GAK JAMIN MANIS KEK GULAKU Namjoon x YoongiSeokjin x YoongiHoseok x YoongiJimin x YoongiTaehyung x YoongiJungkook x YoongiButtom YoongSeme BTS other
8 64

