《I hate you Kim Taehyung! (დასრულებული)》მეთოთხმეტე💚
Advertisement
-მოიცა,ახლა გამარკვიეთ. რა ხდება?-კითხულობს იუნგი
-ვფიქრობ,რომ ემა ცოხალია-თქვა ჯონგუკმა.
-რაა???-დაიყვირა იუნგიმ.
-იუნგი, შეგიძლია გვითხრა, რა გაყვირებს?-იკითხა მასწავლებელმა.
-მას...ბოდიშით-ამბობს დაბნეული იუნგი.
-რამე მოხდა?-კითხულობს გაკვირვებული,რადგან როდის მერე იხდის იუნგი ბოდიშს?
-კი-ვიყვირე-ჩემი და მგონი ცოხხალია-ვამბობ და ცრემლები მომდის.ჯანდაბა რატომ ვარ ესეთი ემოციური.
-როგორ თუ ცოცხალია?
-მე და ჯონგუკსაც გვესიზმრება, რომ იგი ცოცხალია და შველას ითხოვს ვფიქრობ, რომ ეს ტყუპების ინსტიქტია-ვამბობ აღტაცებული.
-თუ ცოხალია,როგორ იპოვით?
-არ ვიცი...-დავღონდი.
-2-3 თვეში ტყუპების ფესტივალია...იქ ყველა ტყუპისცალი დადის.აი ისეთებიც,ერთმანეთი,რომ დაკარგეს. იქ კი უმრავლესობა ერთმანეთს პოულობენ.მიდით და შესაძლოა იპოვოთ კიდეც-ამბობს თეჰიონი და თან ზარიც ირეკება.
-სად არის ფესტივალი?-მასთან მივდივარ.
-მეც არ ვიცი,მაგრამ გამიგი რომ არის...შენ მშობლებს უნდა დაელაპარაკო,შესაძლოა რაიმე იცოდნენ-ამბობს უემოციო სახით.
-მადლობა თეჰიონ-ოდნავ ვუღიმი,მაგრამ გულწრფელი ღიმილით და ჯონგუკთან მივდივარ. ახლა მისი მართლა მადლიერი ვარ,შეიძლება დიდი ნაბიჭვარია,მაგრამ შეუძლია კეთილიც იყოს.
სკოლის შემდეგ,ყველა სახლში წავედით და ყველას შევატყობინე დღევანდელ საღამოზე.დღეს გადაწყდება თუ,როდის იქნება ქორწილი.
ყველა ვერ წამოვიდოდა, ამიტომ მხოლოდ ტასომ და ჯონგუკიმ გადაწყვიტეს წამოსვლა.
სკოლაში მომხდარს თავიდან ვერ ვიგდებ. შესაძლოა ეს სისულელეც იყოს,ასეც ვიფიქრებდი მხოლოდ მე რომ დამსიზმრებოდა ის,მაგრამ ჯონგუკიც ზუსტად იმავეს ხედავს სიზმრებში.
ამაზე მშობლებს მერე დაველაპარაკები. ახლა უნდა გავემზადო,რომ თეჰიონის სახლში წავიდეთ.
მე და ტასო ერთად ვემზადებით. ბევრი ვიჩხუბეთ,მაგრამ ბოლოს ასე ჩავიცვით.
მე
(მაღლები არ აცვია ვითომ :დ)
ტასო
ძალიან არ მინდა წასვლა.იქ, ვიცი ჩემი ქორწილის საკითხი გადაწყდება და არ მინდა ეს. ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ,მეკი ჩემი ქორწილი ყოველთვის 23-24 წლის ასაკში წარმომედგინა.
ოთახიდან გამოვედით თუ არა, ბიჭების ყურადღებაც მივიქციეთ.
-ოუუ ელა,ტასო.რა ლამაზები ხართ-გაიკრიჭა ჯიმინიმ
-მადლობაა-ერთდროულად ვთქვით.
-იმედია ახლა არ გაიბუტები ელა-სიცილით თქვა ჯიმინიმ.
-არა არა-მეც სიცილით ვუპასუხე.
-ელა,მართალია ულამაზესი ხარ. ტასო,ასეთი სტილი ძალიან,ძალიან გიხდება-თქვა ჰობიმ. ამ დროს მე, ჯეიქეის გვერდით დავდექი და ეშმაკური ღიმილით შევხედე.
-მადლობა-გადაყვითლდა ტასო. ეს ორი,ერთმანეთს უყურებენ და წითლდებიან *თვალების ატრიალება*
Advertisement
ამ დროს ჯონგუკი სახლიდან გავიდა და მანქანაც აამუშავა.
-ღმერთო,როდის მეღირსება ამათი ერთად ყოფნა-დავიყვირე,ტასოს ხელი ჩავავლე,რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხდებოდა,რა ვთქვი და უკან გაშტერებული ჰობი დავიტოვე.
კარებში გავდიოდი და ქუქის შევეჯახე.
-ოჰ,ბოდიში.ტელეფონი დამრჩა-მითხრა და სახლში შევიდა, ჩვენ კი მანქანაში ჩავჯექით.
მალევე გამოვიდა სახლიდან.
ჯიბეში,როგორც ჩანს ტელეფონს იდებდა.მაგრამ აი ამ დიდ ჩანთას,რატომ მოათრევს,ვერ ვხდები.
მოვიდა,მანქანაში ჩაჯდა და
-წავედით?-თქვა და გადმოგვხედა.
-კი-ვთქვით და ჯონგუკიმაც დააჭირა გაზს ფეხი.
10 წუთში, თეჰიონის მშობლების სახლთანაც ვიყავით.
ეს სახლი,უფრო დიდია თეჰიონის სახლთან შედარებით.
ზოზინით გადმოვედი მანქნიდან და უკვე მოსულ მშობლებს გადავეხვიე,რომლებიც თავიანთ მანქანასთან გველოდებოდნენ.
-როგორ ხარ, საყვარელო?-მეკითხება დედა.
-კარგად.
-ხოარ ნერვიულობ-მეკითხება მამა.
-აი,საშინლად-ვუთხარი ვითომ აღტაცებით-რა მანერვიულებს? ახლა ყველაზე მეტად სახლში ჯდომა და ნაყინის ჭამა მინდა-ვთქვი,რაზეც ყველამ ჩაიცინა.
-კარგი წამოდი, შევიდეთ-ამბობს დედა და ყველა თეჰიონის მშობლების სახლისკენ წავედით.
კარებზე დედამ დააკაკუნა და მალევე გააღო კარი ქალბატონმა კიმმა.
-მოხვედით?-გააღო კარები ღიმილით,რაზეც მე ჩავილაპარაკე
-არა,ჯერ კიდევ სახლში ვართ-რათქმაუნდა,არ გაუგონია. სამაგიეროდ ტასომ გაიგო და ერთი კარგად მიწკმიტა,წესიერადო.
-ელა,როგორ ხარ?-მეკითხება მისის კიმი,როცა სახლში შევდივართ.
-კარგად,მადლობთ.თქვენ?-ზრდილობისთვის ვუღიმი და მასაც ვიკითხავ.არა, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ამ ქალის,მაგრამ ის მაღიზიანებს,რომ მალე ჩემი "დედამთილი" იქნება.
-მეც კარგად ვარ-როგორც ჩანს,ესიამოვნა ჩემიდანაც მოკითხვა.მმ,კარგი ქალი ჩანს-ბავშვი როგორაა?-მე რავიცი,როგორაა.კი არ მელაპარაკება და კი არ მეუბნება,რომ კარგად ვარ და არაფერი მიჭირსო? რა უაზრო კითხვებია.
-ვფიქრობ კარგადაა-ვუღიმი. ასეთი ულოგიკო კითხვები,რომ არ ჰქონდეს,ძალიან კარგი ქალი იქნებოდა.
კვალვ,არ იფიქროთ,რომ მეზიზღება ეს ქალი.უბრალოდ, არალოგიკურ კითხვებს მეკითხება. -_-
მისაღებ ოთახშიც შევედით, სადაც დიდი მაგიდა იდგა, უამრავი საჭმელებით.
უფ,როგორ მშია.ამ საღამოს,რაღაც პლიუსი მაინც აქვს. გემრიელობების სუნი მცემს. აახხ, ახლა დაიწყებენ მოკითხვას ერთმანეთის,მე და ჩემი პატარა კი,შიმშილით მოვკვდებით.
-კეთილი იყოს თქვენი ფეხი, ჩემს ოჯახში-მოგვეგება ბატონი კიმი.
-მადლობთ, მადლობთ-მიესალმა მამაც.
თეჰიონიც იქ იდგა, თავ ჩაღუნული.ნუთუ ერიდება ჩემ მშობლებთან საუბარი? გამეცინა. კარგად ვიცი,რომ კარგი მსახიობია.მე ვერ გამაცურებს.
Advertisement
-თეჰიონ,მოდი აქ-ამბობს გაღიმებული დედა.
მოიცა,ეხა ამას უხარია,რომ თეჰიონს მივყვები ცოლათ თუ მე მეჩვენება? ანუ,ისე გაუღიმა და ისე დაუძახა,რომ აშკარად მოსწონს.
როცა თეჰიონი ადგილიდან არ იძვრის,ბატონი კიმი ერთვება საუბარში.
-ერიდება...ძალიან ნანობს მის საქციელს-კიი უეჭველი, სინანულით აღარაა.
-არაუშავს, დარწმუნებული ვარ სიმთვრალეში, არ იცოდა, რას აკეთებდა-იღიმის მამა.
მოიცა,ეხა მე გამოვშტერდები და თქვენ კარგად შემომარტყით,რომ გამოვფხიზლდე. დავყრუვდი თუ ეს მართლა ხდება? ამათ გონიათ,რომ ეს სიმთვრალეში გააკეთა? ამიტომ უღიმიან ასე თბილად?
-ტასო,ამათმა არ იციან მის ნიძლავზე?-გადავჩურჩულე ტასოს.
-არა მე ვუთხარი რომ მთვრალი იყო თეჰიონითქო.
-შენ ხო არ ჩაბერე?-ისეთი სახით შევხედე,რომ მის ადგილას,სხვა შიშისგან ხმაც კი ჩაუვარდებოდა,მაგრამ ეს რის ტასოა,რომ ჩემი შეეშინდეს?
-ოო,კაი რა. აბა რა მეთქვა. დანიძლავდა ბიჭებთან,რომ ელას მაგრად გავ***ავო?-ხელი ჩაიქნია და კვლავ განაგრძო მათთვის სმენა. ანუ აქ მარტო მე არ მინდა,რომ თეჰიონს გავყვე ცოლად? დანარჩენი ყველა თანახმაა?
-ჯონგუკ-ჯონგუკთან მივცლაცუნდი-გინდა თეჰიონს,რომნ გავყვე ცოლად?
-კი...კარგი ბიჭია-სერიოზულად მითხრა.
-შენ ხო არ ჩაბერე?-ლამის ვუყვირე.
-აქეთ ხომ არ ჩაბერე?რას მეკითხები? რათქმაუნდა არ მინდა-მიპასუხა. ცოტა მომეშვა.
სხვადასხვა საჭმლის სუნი ერთმანეთში ირევა,რაც ჩემთვის საშინერ არომატს ქმნის. თავი ცოტა ცუდად ვიგრძენი,ამიტომ ბოდიშის მოხდით,საპირფარეშო ვიკითხე და მოსამსახურის დახმარებით მალე მივედი კიდეც.
საპირფარეშოში შევედიბ თუ არა,უნიტაზთან ჩავიკეცე. ახხ,როდის მორჩება ეს. ყველზე მეტად ღებინებას ვერ ვიტან.
10 წუთი საპირფარეშოში ვიყავი და თავს ვიწყნარებდი,რადგან მართლა ცუდად ვიყავი.ესღა მაკლდა.
თავი მოვიწესრიგე,არეული მაკიაჟი,როგკრღაც შევისწორე და უკან,მისაღებში დავბრუნდი.
როგორც ჩანს,მშობლებმა ადვილას გაუგეს თეჰიონს.
ერთად იცინოდნენ,რაღაცაზე და მაგიდასთან იჯდნენ. მეწყინა,რადგან ამ ბიჭმა გამაპატიურა და ცხოვრება დამინგრია. მის გამოა ახლა ოცნებებზე,რომ მაქვს ხელი ჩაქნეული, მის გამოა ყოველ ღამე კოშმარები,რომ მესიზმერება და მის გამოა,რომ ყოველ წუთს მახსენდება იმ ღამის კადრები.
მსახიობი თეჰიონი. როგორ შეუძლია ასეთი კარგი მსახიობი იყოს? ოსკარს ნამდვილად იმსახურებს.
როცა შემამჩნიეს, დამიძახეს და თეჰიონის გვერდით მდებარე სკამზე მიმანიშნეს,როცა მე ტასოს გვერდით დაჯდომას ვაპირებდი.
წინ საშინელი საღამო მელის.
Advertisement
- In Serial117 Chapters
Ouroboros Ascendant
Ouroboros Ascendant is a story about friends you meet on the internet, and then spend entirely too much time together hunting monsters, doing quests, earning experience, and risking your life. Except for Jack, Erin, Rory, and Layla, the video game they play together every Saturday isn’t nearly as real or as threatening as the primal world of Ayrgard. A mysterious force has drawn them across the darkness between realms for its own purposes, and they’ll need to survive monsters, politics, and a lurking threat they can’t yet imagine. In the interest of disclosure and ease of access, Ouroboros Ascendant features gay, bisexual, and straight main and supporting characters, and features elements of romance between some of those characters. However, OA is not a story about romance. If you're hungry for more chapters, there's always Patreon.
8 158 - In Serial56 Chapters
True Void Arts. (old version)
A young man suddenly regains his lost memories from his previous life on earth at the age of six. The young man named Naath had constructed his own special cultivation methods in his old life. Before he could use them however he was caught in a tragic accident and died. In the world he was reborn into cultivation is commonplace and countless people follow this path. Follow Naath on his path of cultivation as he steps into a world far bigger than he ever imagined. Discover the countless secrets tied to Naath, his cultivation, and the mysteries and secrets the very heavens themselves wish to hide for eternity. NOTE: This is a LONG TERM series. Thing will seem to move fast at times but I promise you there is a reason behind it I have planned out a long term timeline for this series. If things seemed rushed or like they are progressing too fast there is a reason behind it. I might make errors on short term things but in the long term there is a plan. Please keep this in mind as a reader.
8 117 - In Serial95 Chapters
the assistant; billie eilish
aaliyah williams is twenty,she gets called in for a interview for 'eilish designs' ( the largest running business in the country) ,what happens when she meets the CEO billie eilish pirate baird o'connell?g!p🥇#billieeilish : july 24th,2022
8 235 - In Serial24 Chapters
The «Late Night» club.
Шумные вечеринки в клубе не дают покоя студентам, которые зависимы от этого места. Гарри - подрабатывает здесь певцом на вечер и вместе со своей группой, выступает за неплохие деньги, чуть превышающие сумму его стипендии. Луи - любитель клубов и просто заядлый тусовщик, который спускает всю свою стипендию на алкоголь и сигареты. Один клуб, два парня, одурманенный разум, случайная связь, никто из них даже и представить не мог, что этот клуб навсегда перевернёт их жизни.
8 152 - In Serial21 Chapters
Separation -- The Original
You asked, I listened. Here's the original story of Separation. Merry Chrysler everyone.*****MATURE CONTENT. 18+ ONLY. YOU HAVE BEEN WARNED.*****"I will not hesitate to bend you over the nearest surface, and spank the living day lights out of you. Am I making myself clear?"Holland has always had separation anxiety. First, it was with her mom, but now it is with these two...who are her mates? But what are mates? Holland has no idea the ride she is about to go on with these two Alpha Mates, and their ability to stop at nothing to protect what is theirs.
8 72 - In Serial50 Chapters
Are you for real?! (Naruto various x reader)
Welp, you read the title.It's one of those OP modern reader ones.........!I do not own Naruto, credits to Masashi Kishimoto for making it!Status: OngoingStarted: March 20, 2022Ended: -Book 1.
8 152

