《Playboy •》თავი 9
Advertisement
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. მთელი სხეული მტკიოდა. იმედგაცრუება და ზიზღი შიგნიდან მკლავდა და მახრჩობდა. მეგონა ამ ტკივილს გავუძლებდი, მაგრამ შევცდი. იმაზე გაუსაძლისი ყოფილა ვიდრე მეგონა.რაღაც მომენტებში სრულ სიცარიელეს ვგრძნობდი, მაგრამ მარიას სიტყვების გახსენებისთანავე მეგონა ვიღაც გულში დანას მცემდა.
წვიმიანი ღამე იყო. ოთახში მხოლოდ ფანჯარაზე მოსხმული წვიმის წვეთების ხმა ისმოდა და სიბნელეს ქუჩიდან შემოსული მანქანების შუქი ანათებდა. კუთხეში მდგარ სარკეში საკუთარ ანარეკლს ბუნდოვნად ვხედავდი, გრძნობდი სახე დასიებული და აწითლებული მქონდა. ტირილის შეწყვეტისთანავე თავიდან ავქვითინდებოდი. დედა მთელი ღამე კართან იჯდა და ელოდა, როდის გავაღებდი, მაგრამ ახლა მარტო ყოფნა მჭირდებოდა.
გავიდა რამდენიმე საათი, თენდებოდა, მზის სხივები მოპირდაპირე კორპუსის სახურავს ასცდა და ოთახში შემოანათა. მათი სინათლე თვალებს მწვავდა. არ მინდოდა ეს დღე გათენებულიყო, მინდოდა დამეძინა და აღარ გამეღვიძა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნდა ავმდგარიყავი და ყველაფრისთვის წერტილი დამესვა. იატაკიდან ბორძიკით ავდექი, თვალები დავიზილე, ხელიდან რეზინი მოვიძრე და თმა ავიწიე. სააბაზანოში შევედი, ყველაფერი გავიხადე და წყლის ქვეშ დავდექი. ფორმა არ ჩამიცვამს, ფეხებზე მეკიდა რას მეტყოდა ადმინისტრაცია. შავი ჯინსი და მაისური ჩავიცვი. მზის სათვალე ავიღე და გავიკეთე, ჩანთა კი ზურგზე მოვიკიდე.
სკოლის ეზოს მივუახლოვდი და წამიერად გავჩერდი. შემდეგ თავი გავაქნიე და გზა განვაგრძე. გაკვეთილზე დავაგვიანე. საკლასო ოთახის კარი უხეშად შევაღე, მასწავლებელს არც მივსალმებივარ, ეგრევე ვიკითხე
-ჯონგინ დირექტორი გეძახის, გამომყევი.
-მის აკერმან, როგორ ბედავთ ასე შემოჭრას?
-მომიტევეთ, ჯონგინი უნდა გავიყვანო.
პასუხის გაცემა არ ვაცადე და ოთახიდან გამოვედი. ჯონგინიც მაშინვე გამომყვა და გაღიმებულმა მკითხა:
-ეს რა იყო პატარავ? აგრესიული უფრო სექსუალური ხარ. - მომიახლოვდა, მაგრამ უაკნ დავიხიე.
-უნდა ვილაპარაკოთ, ოღონდ აქ არა.
ხელი მოვკიდე და გოგოების საპირფარეშოში შევათრიე. შევამოწმე ვინმე თუ იყო და მაშინვე დავიწყე:
-ნაბიჭვარო, რატომ არ მითხარი შენს ყოფილზე?
-მარიაზე ამბობ?
-ხო, კიდევ ვინმე გყავდა და არ ვიცი?
-რა გითხრა?
-ყველაფერი. - გაცოფებული ვყვიროდი.
-ეგ ყველაფერი წარსულში მოხდა, მე შევიცვალე ქლოე.
უეცრად ვიღაცამ კარი შემოაღო და დავუღრიალე: -გაეთრიე!
-რადგან წარსულში მოხდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა მითხრა.
-რატომ უნდა მოგიყვე ჩემს შეცდომებზე? მე ის ჯონგინი აღარ ვარ ქლოე. შენ შემცვალე, დამიჯერე ქლოე! -თვალები აუწყლიანდა და სუნთქვა შეეკრა.
Advertisement
-წარსულს ხაზს ვერ გადაუსვამ და ვერ დაივიწყებ. ეს შენი ცხოვრების ნაწილია და მინდა ყოველი მათგანი ვიცოდე. მიყვარხარ ჯონგინ, მაგრამ ტყუილს ვერ ვიტან. ასე ვერ გავაგრძელებთ, გშორდები ჯონგინ.
-ამას ნუ გააკეთებ ქლოე. ძალიან გთხოვ, ნუ გააკეთებ ამას.- ხელი გულზე მიიჭირა, ცრემლებს ძლივს იკავებდა.
-ამ გადაწყვეტილებამდე შენ მიმიყვანე. უნდა გაგიშვა, უნდა დაგივიწყო. - ცრემლები თვალებიდან თავისით მოდიოდა. აზრებს თავს ვერ ვუყრიდი, საკუთარ თავს უფრო და უფრო ვკარგავდი.
-ამას ვერ შეძლებ. -გამოსცრა კბილებიდან. ერთი ნაბიჯი უკან გადაგა, თავი ასწია და ეშმაკურად გაიღიმა.
-და შენ რა იცი? - წარბი ცახცახით ავწიე.
-ვერ შეძლებ იმ სიამოვნების დავიწყებას, რომელიც მე მოგანიჭე. ვერ დაივიწყებ იმ ლამაზ დღეებს, რომლებიც ერთად გავატარეთ. ამ ყველაფერს უკან ვერ მოიტოვებ. წეღან არ თქვი წარსულს ხაზს ვერ გადაუსვამო?
-ჩემს არგუმენტებს ჩემსავე წინააღმდეგ იყენებ? ოხ ჯონგინ. - თავი გავაქნიე და ძალით გავიცინე.
-მაგრამ...შენი გადასაწყვეტია რას იზამ. მე მინდა, რომ დარჩე. აქამდე არავისთვის მითხოვია რამე...ჰმმ...ცოტა არ იყოს უცნაური გრძნობაა.
-ვაღიარებ, შენს დავიწყებას ვერ შევძლებ, მაგრამ დისტანციას დავიჭერ და შენც აღარ მომეკარები.
-დამიჯერე არ გაჭრის. ერთი გამოსავალი არსებობს.
-რა გამოსავალი?
-შემირიგდი და გპირდები ისეთ რაღაცას გაგიკეთებ, მარია საერთოდ დაგავიწყდება.
-ისევ შენი ბინძური ფიქრები! არ შეგირიგდები!
-ბოდიში, რომ მოგიხადო?
-არვიცი.
მოულოდნელად მომიახლოვდა, ჩვენი ცხვირები ერთმანეთს შეეხო, ის იყო უნდა ეკოცნა, მაგრამ მუხლზე დადგა და დაიწყო:
-ქლოე აკერმან, მაპატიე და გპირდები აღარაფერს დაგიმალავ.
-შენ რა სულ გააფრინე? ადექი! ახლავე ადექი! რას აკეთებ?! ეგეც ვერ გაჭრის. - დავიბენი, მისგან ამას არ მოველოდი.
-ვერა?
-შენთან საუბარს აზრი აღარ აქვს. აღარ დამირეკო და აღარ მომწერო, მე შენთან ყველაფერი დავამთავრე, მორჩა.
-მოიცა მე არ დამისრულებია! ქლოე დაბრუნდი!
საპირფარეშოდან ისე გავიქეცი უკან არც მომიხედავს. დერეფანში გავედი და სემი დავინახე, ლოქერთან იდგა. მასთან მივედი და ზურგიდან ჩავეხუტე.
-ქეს? შენ ხარ? - გავუშვი და ჩემსკენ შემოტრიალდა.
- კი, მე ვარ.
- ელაპარაკე?
- კი, ყველაფერი დასრულდა. - ძლივს წარმოვთქვი წინადადება და ნერწყვის დიდი რგოლი მძიმედ გადავყლაპე.
- დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა?
Advertisement
- რას გულისხმობ?
- ძალიან კარგად იცი რასაც, შენ ის გიყვარს. ასე დიდხანს ვერ გაძლებ. მე გითხარი დაელაპარაკეთქო და არა სამუდამოდ დაშორდითქო.
- შენღა მაკლდი სემი. უნდა წავიდე. - ისედაც დაბნეული ვიყავი, სემიმ უარესი გააკეთა, მალევე მოვშორდი მას და საკლასო ოთხასიკენ გავეშურე.
მივდიოდი, როცა დირექტორმა უკნიდან დაიღრიალა ჩემი სახელი. აიშ! როგორ ვერ ვიტან ამ ქალს.
-ქლოე აკერმან?! ახლავე ჩემს კაბინეტში.
-რამე პრობლემაა? - უტეხად ვკითხე.
-ნუ უზრდელობთ და წამობრძანდით ქალბატონო. - უხეშად მომაყარა და ზურგი მაქცია.
მის უზარმაზარ კაბინეტში შევედით, თვალი მოვავლე იქაურობას. მთელი კედლები ძაღლების და კატების სურათებით ჰქონდა გავსებული. დიდ სავარძელში მოვთავსდი, საიდანაც მთელი ოთახი ჩანდა, დირექტორი კი ჩემს წინ ჩამოჯდა.
-პრობლემები გაქვთ მის აკერმან.
-მაგისთვის მომიყვანეთ?
-დილით დააგვიანეთ, გაკვეთილზე შეიჭერით ისე, რომ ბოდიშიც არ მოგიხდიათ და ფორმაც არ გაცვიათ? სახლში რამე პრობლემები გაქვთ?
-არანაირი. - მოკლედ მოვუჭერი და ოთახის თვალიერება განვაგრძე.
-მაშინ რაშია სა...
-ეს ძაღლები თქვენია? - შევაწყვეტინე.
-მდგომარეობას ნუ გააუარესებთ.
-რა მდგომარეობას?
-უკვე საკმარისია! დამატებითი გაკვეთილები ჩაგიტარდებათ და ეს იქნება თქვენი სასჯელი! ახლა კი მიბრძანდით აქედან.
ავდექი, გავედი და კარი ძლიერად მივაჯახუნე.
-Jongin's POV-
ქლოე მეორე გაკვეთილზე არ შემოსულა. დასვენებაზე მე და სეჰუნი კაფეტერიაში ჩავედით, ქლოე იქ დამხვდა, მაგრამ როგორც კი დამინახა მაშინვე ადგა და წავიდა. არ გავეკიდე და ჩემს მაგიდას დავუბრუნდი. ჩანიოლი შემოვიდა და მაშინვე ხმაური ატყდა. სკოლის ფეხბურთის ნაკრების ბიჭები მას ეჩხუბებოდნენ. თავიდან უბრალოდ ყვიროდნენ, შემდეგ ჩანიმ ერთ-ერთ მათგანს დაარტყა და ცხვირი გაუტეხა. ამის შემდეგ წამოვხტით და ყველანი ერთმანეთს დავესიეთ. შემთხვევით ერთი ბიჭი მაგიდაზე დავაგდე და მაგიდა გავტეხე. ბოლოს სკოლის დაცვამ გაგვაშველა. დამნაშავეებად მე, ჩანი და სეჰუნი გამოგვიყვანეს. ის ნაძირლები კი მშრალად გამოძვრნენ, რადგან ნაკრებში იყვნენ. დირექტორთან აგვიყვანეს და დამატებით გაკვეთილებთან ერთად სკოლის ტერიტორიის დასუფთავებაც მოგვისაჯეს.
Advertisement
- In Serial2806 Chapters
Legend Of Swordsman
Jian Wushuang was reborn in adversity. In order to get his revenge, he began to cultivate Heavenly Creation Skill. With the help of the Heaven defying cultivation method, Jian Wushuang gradually grew into a peerless genius from an ordinary practitioner. With a sword in hand, no one is his match. Using his extraordinary Sword Principle, he killed all his opponents and eventually became number one Sword Master from time immemorial.
8 10024 - In Serial11 Chapters
Heart broken Queen
don't blame her! love made her crazy...
8 182 - In Serial20 Chapters
ES Organic Dungeon
What would happen if dungeon couldn't manipulate the earth around it? Or what would happen to it without an all-mighty system to help it grow properly? Join our brave hero in his journey! Discord server link: https://discord.gg/anXeQu2ATX Second Book/Spinoff: https://www.royalroad.com/fiction/47917/es-modern-dungeon The story is on temporary hiatus, I will start uploading after others make novels in the same universe or when the story is at least 1 year old. If you are reading this on any other site than Royal Road and Scribblehub you are getting scammed. I only post here on Royal Road.If by any chance I decide to to post on any other site I will write it in a synopsis here.
8 132 - In Serial11 Chapters
Hell in Us
The different factions of supernatural creatures have been at war for millennia. After the most recent massacre, a prophecy of doom is foretold. Death must find a way to bring about an era of peace before it is too late. Teamed up with Lorelei, a powerful Fairy, they forge ahead in hopes that their shared knowledge will lead them down the right path. Will they be able to reach their goal, or will personal vendettas get in the way?This story was marked as horror and flagged for gore for things that will come later in the plot.
8 148 - In Serial38 Chapters
Starship Reincarnator
Ryan was walking home from work after a long day of work when he got hit by a truck and killed. Instead of finding himself in the afterlife, he wakes up in the black abyss of space as a spaceship. To make matters worse, his new body barely functions and without the help of others he is doomed to die again. Can he find the right people to bring repair him, or will he doom them to die with him? *Author's note* This is a rewrite of Spaceship Reincarnator, with hopefully more likable characters.
8 224 - In Serial12 Chapters
Reincarnation of The Butcher Alchemist
In a High grade World where the strong killed the weak as they please. Fu was only a common Butcher, but one day he met an injured Alchemist that he saved. After 200 years, from when he became the Alchemists student to now, where he was known as the infamous Butcher Alchemist Fu that stood at the peak of this World has unexpectedly died while fighting a dragon in an Ancient Ruin over a book. After that. He woke up in a different body, in a Low grade World, with a dragon corpse and the book he died for. Will he surpass his past life or will he die along the journey?
8 76

