《Playboy •》თავი 13
Advertisement
-Chloe's POV-
ღვინის ჭიქები ავიღე და მისაღებისკენ გავეშურე, მაგრამ ის იქ არ დამხვდა. კარის ხმა მომესმა და შემოსასვლელში გავედი. ჭიქა გამივარდა და ხმაურიანად დაეცა, რაზეც ორივემ გამომხედა. ეს აქ რას აკეთებს?! კარგით რა! რატომ მაინცდამაინც ახლა! შიშისგან ვკანკალებდი,გული მიმდიოდა და ფეხზე ძლივს ვიდექი. ყველაფერ ცუდზე ვფიქრობდი, რაც შეიძლებოდა მას ჩემთვის ეთქვა. მაგალითად ის, თუ როგორ გავუცრუე იმედები, როგორ არ მოელოდა ამას ჩემგან. შეიძლებოდა ჯონგინი ვეღარასდროს მენახა და ვეღარასდროს მეგრძნო მისი მკვრივი მკლავები ჩემს ირგვლივ. აიიშ! რა იქნება ახლა? თავი ხელში უნდა ავიყვანო და გაბედულად მოვიქცე. ღრმად ჩავისუნთქე, ზურგში გავიმართე და მტკიცე ხმით ვუთხარი:
-მამა ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ!
-ქლოე?! -ისეთი ბოხი ხმა აქვს , ვერ გავიგე გაბრაზდა თუ არა. შეყვარებული პირველად მყავს და პირველი შემთხვევაა, როცა სახლში ბიჭი მომყავს და თან ჩემი მშობელი მას წელს ზემოთ შიშველს ხედავს.
-მამა არ მეგონა ასე ადრეანად თუ მოხვიდოდი.
-ჰო, პაციენტმა 6საათით ადრე იმშობიარა. -მითხრა ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს, ჯონგინს ათვალიერებდა.
-მამა! ყველაფერს აგიხსნი!
-საჭირო არ არის, ყველაფერი ნათელია. -მითხრა მშვიდი ხმით, მაგრამ მაინც ვერ ვაცნობიერებ მის რეაქციას, არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვს...აიშ! მამა!
-მისტერ აკერმან?! -საუბარში ჯონგინი ჩაგვეჭრა, რომელიც კართან იდგა, მამასა და ჩემს შორის.
-მისტერ?... თქვენი სახელი თუ შეიძლება? -ჰკითხა მამამ.
-კიმ ჯონგინი, სერ.
-ბატონო ჯონგინ, შეგიძლიათ ამიხსნათ ჩემს სახლში, ამ დროს, თან ასეთ მდგომარეობაში რას აკეთებთ? -უთხრა და შიშველ სხეულზე მიუთითა.
-მგონი, სჯობს დავსხდეთ და ყველაფერი აგიხსნათ. -მიუგო ჯონგინმა და მისაღებში შესვლისთანავე მაისური გადაიცვა. მამა ჩვენს წინ დაჯდა და მწველი მზერით მოგვაჩერდა.
-აბა ბატონო ჯონგინ, გისმენთ. -თქვა სრული სერიოზულობით და ხელები მუხლებზე დაიწყო.
-მე უბრალოდ დამცხა და მაისური გავიძვრე...ვაღიარებ, ვაპირებდით, მაგრამ ქლოემ გამაჩერა. არაფერი მომხდარა მისტერ აკერმან, დამიჯერეთ.
-ჯონგინ! ასეთი გულახდილობაც არ იყო საჭირო! მადლობა, რომ კიდევ უფრო დააკარგინე მამაჩემს ჩემზე წარმოდგენა!-ვუყვიროდი ჯონგინს.- მამა! მე და ჯონგინი დიდი ხანია ერთად ვართ. -ვუთხარი და თვალებში ჩავხედე.
-რატომ გვიმალავდი?
-პირველი შემთხვევაა, როცა შეყვარებული მყავს. არვიცოდი რა რეაქცია გექნებოდათ, ამიტომ არ გითხარით.
Advertisement
-ქლოე, პატარა ბავშვი აღარ ხარ, მასთან შეხვედრა ან მსგავსი რამ, რომ აგიკრძალოთ. შენი ცხოვრებაა და შენ წყვეტ ყველაფერს. მე და დედაშენი უბრალოდ რჩევებს გაძლევთ და გარიგებთ. თან გეტყობა, რომ მასთან ბედნიერი ხარ, მე და დედაშენსაც ეგ გვინდა. აიშ! წელს სკოლას ამთავრებ და უნივერსიტეტში მიდიხარ, ჭკუა კი ისევ პატარა ბავშვის გაქვს. გეგონა გისაყვედურებდი? ან უარესი, შენზე უარს ვიტყოდი იმის გამო, რომ სექსუალური ურთიერთობა გაქვს? -თავზე გადაისვა ხელი და ახარხარდა.
-მამა? -გაოცებული სახით გავხედეთ მე და ჯონგინმა.
-თქვენი სახეები უნდა გენახათ, რა დაფეთებულები მიყურებდით. ჰაჰა. -ტაში შემოჰკრა და ხარხარი განაგრძო.
-მამა გული გამისკდა! ჭიქაც კი გავტეხე! ამხელა კაცი სულ გადაირიე?! -დავიწყე ყვირილი.
-მისტერ აკერმან! ჯიგარი ხართ!-იყვირა ჯონგინმა და ორივენი ერთხმაში ახარხარდნენ.
-ვფიქრობ ერთმანეთს კარგად გაუგებთ. -ვუთხარი და სამზრეულოში გავედი. მაცივრიდან საჭმელი გამოვიღე, გავიტანე და მისაღებში დავიწყეთ ჭამა. ჯონგინი და მამა იმდენს საუბრობდნენ, რომ თავი ზედმეტად ვიგრძენი. ჩუმად ვიჯექი და ჩემს საჭმელს გემრიელად შევექცეოდი.
-ვფიქრობ ჩემი ცოლიც უნდა გაიცნო ჯონგინ.
-დიდი სიამოვნებით სერ!
-სასწაული ქალია. -თქვა მამამ
-ეჭვიც არ მეპარება მისტერ აკერმან.
-გადარეულია. -ვთქვი მე.
-დედაშენზე ეგრე არ უნდა საუბრობდე... მაგრამ რაც მართალია, მართალია. -ამაზე სამივეს სიცილი აგვიტყდა. -მკაცრი ქალია, მაგრამ იუმორით და ენერგიით აღსავსე. ხშირად ვეღარ ვხედავ და ძალიან მენატრება ხოლმე. კარგი იყო ძველი დრო, თქვენს ასაკში, რომ ვიყავით. ეხ...რა დრო...ყოველთვის ატრაქციონების პარკში მიმყავდა, ძალიან უყვარდა. ბევრ ბამბის ნაყინს ჭამდა და ხელები სულ წებოვანი ჰქონდა ხოლმე. აი, ეშმაკის ბორბალზე კი პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს.
-მამა გეყოს, აღარ გააგრძელო გთხოვ.
-არა, გააგრძელეთ სერ!
ჯონგინს თვალები დავუქაჩე, შევუღრინე და ფეხი გავკარი.
-სკოლა, რომ დავამთავრეთ ორივენი უნივერსიტეტში წავედით. ის სამართალზე სწავლობდა, მე კი სამედიცინოზე. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ერთმანეთი არ დაგვიკარგავს. მაქსიმალურად ვცდილობდით თავისუფალი დრო გამოგვეძებნა.
-მისტერ აკერმან, ხელი სად სთხოვეთ?
-ჩვენი ამბის საუკეთესო ნაწილია....ნემსენის კოშკთან ვთხოვე ხელი! -ამაყად თქვა და ნაზად გაიღიმა.
ჯონგინს ლამის ტირილი დაეწყო, მამაჩემი ისეთ ემოციებში ყვება, ანტარქტიდასაც გაალღობს.
-და როდის შემეძლება მისი ნახვა? -იკითხა ჯონგინმა და თვალებზე ხელი მოისვა.
Advertisement
-ხვალ ბრუნდება მორიგეობიდან.
-ხვალ მას ვერ შეხვდები.- ვუთხარი მე.
-რატომ?
-ხვალ სემის დაბადების დღეა. დილით სახლში უნდა დავადგეთ, საღამოსთვის რესტორანში ფართის ვაწყობთ. შეგიძლიათ შენ და ჩანიოლი შემოგვიერთდეთ.
-ბაზარი არაა. ჩანის ახლავე დავურეკავ.
Jongin's POV
ჩანის დავურეკე და ეგრევე ვუთხარი, რომ ხვალ სემის დაბადების დღეა.
-მეღადავები? გუშინ მასთან სახლში ვიყავი და არაფერი უთქვამს.
-რა თქვი?! სახლში იყავი?
-სექსი არ გვქონია, ეგ თუ გაინტერესებს. სემი მეცადინეობდა, მე კი სავარძელში ჩამეძინა.
-ინიციატივა არცერთს გამოგიჩენიათ?
-არა ჯონგინ! არა! არ მინდა ვიჩქარო. მასთან ყველაფერი სხვაგვარადაა, უფრო მეტი მინდა, ერთ ღამეზე მეტი მინდა!...მან ჩემში, რაღაც შეცვალა...მან მე შემცვალა! მასთნ ერთდ ყოფნა მომწონს! მომწონს, როგორ ბრაზდება, როგორ მიღიმის...ჯონგინ შეყვარებული ვარ! -ეს სიტყვები გულიდან ამოუშვა და მისმა ტვინმა ვერ გაანალიზა ამ წამს რა თქვა.
-გაყინული გული თვით სამანტა მოროუმ გაგილღო?! ძმაოო, ამათი სიყვარული ორივეს ბოლოს მოგვიღებს!
-სერიოზულად ჯონგინ? -ტელეფონში ხარხარებდა.
-რას აჩუქებ?!
-არვიცი, რამე ძვირფასს.
-გინდა წამოგყვე?
-კი, ძმურად.
-კაი. ამეღამ ქლოესთან ვრჩები და ხვალ დილით შენი მანქანით გამომიარე.
-კაი, დროებით.
ტელეფონი გავუთიშე და სახლში შევედი. ქლოეს დივანზე ეძინა, მამამისი კი ზემოთ ასულიყო. ხელი ფეხებზე და წელზე მოვხვიე, ავიყვანე და ზემოთ ავედი. საწოლზე დავაწვინე და პლედი გადავაფარე. მაისური გადავიძვრე და გვერდით მივუწექი. ძლიერად მივიხუტე და თავი მის თმაში ჩავრგე. მისი სუნთქვა, ჩემს გავარვარებულ მკერდზე მხვდებოდა და სიამოვნებას მგვრიდა, მისი სურნელი კი მათრობდა.
-Sammy's POV-
დილით გავიღვიძე, სააბაზანოში შევედი და სარკესთან დავდექი.
-დაბადების დღეს გილოცავ სამანტა!-მივულოცე საკუთარ თავს.
პირზე წყალი შევისხი, კბილები გავიხეხე, შხაპი მივიღე და პირსახოცშემოხვეული ქვემოთ ჩავედი. კიბეზე ჩასვლისას გავშეშდი და ყვირილის გაგონებისთანავე შევხტი.
-დაბადების დღეს გილოცავთ სეეეეემ!-ერთხმად ყვიროდა ყველა. ხელში შუშხუნები ეკავათ და მუყაოს ქუდები ეხურათ. ფერადი ქაღალდის ლენტები ჰაერში გაუშვეს და ოვაციები არ დამაკლეს. ქლოე, ლუკასი, ჩანი, ჯონგინი და სხვები, ყველანი აქ იყვნენ. მე საცვლების და ტანსაცმლის გარეშე, პირსახოცში გახვეული ვდგავარ და ვუყურებ მათ სახეებს, სიხარულისგან ლამის ვიტირო.
Advertisement
- In Serial13 Chapters
Nemidos: Tales of a Summoner
NemidosA world where magic exists, but there are few that can perceive it and even fewer who can make use of it.Summoners, beings that hold the privilege to manipulate the so coveted magic, and Veritas, the place where only the talented gather. Reidmo, the (self proclaimed) best hunter in the world, raised his son in the depths of a forest isolated from any outer contact. Yet, one day, decides that it’s time for him to experience that very place which he so adamantly refuses to come into contact…*********************************************************************************Hello there! Nice to meet you guys, I'm trying my hand at writing this story but please be kind as I'm nothing but a novice! I will try to improve as the story goes! also, note that english is my second language so there will be some spelling mistakes here and there, so... without further to add...I hope you can enjoy my fiction!The cover image I took it from google.
8 153 - In Serial26 Chapters
There Is A Monster Among Us
The kingdom is at war and Lieutenant Brad Brown is tasked to guard a transport ship. This should be safer than in the frontlines, right? ***Reader Interactive. Started this for my 1st Anniversary on RR. Also posted at SH.
8 196 - In Serial11 Chapters
Enemy of The Gods
Eight hundred years after the Gods defeated the Betrayer, Tregale, and his allies, their rightful heir takes his place as benevolent ruler to protect the people. A constantly feuding world is starting to know stability, but are still blind to the paramount mystery. The priest will do anything to find more about the truth of his Gods, while his old friend, the outlaw, would rather have nothing to do with it. The farmboy is a mastermind, born in the nation of Delmia, but loyal to their oppressors— the Empire. The advisor wishes only to be a humble servant to the security of the world and the one who he sees as a son— the Synodontis, the greatest ruler that the world has ever known, and son of the Gods who saved the planet all those years ago. All must be witness to the path of the Gods, and continue in their creation— and destruction.
8 197 - In Serial8 Chapters
Spore, Stories of Lords
She was once human, that is what she remember.Instinct tell her to kill and eat, savage and destroy.Reborn as the lowest of the tower of power she forsake her own species to climb up to the epitome of it.To become a Lord.Inspired by SporeHave really little elements of Re:Monster, like reincarnation, because you can't have a toadpole speak of chemicals and physics.
8 185 - In Serial41 Chapters
Orion || RWRB fanfic || Henry's POV
RWRB from Henry's POV.Henry is drowning in the pressures of his family, the media, and his 'prince charming' reputation. The last thing he wants is an international disaster. But with Alex, it's not really a choice...All rights go to Casey McQuiston for writing such an amazing book! If you haven't read it yet, please go check it out it is honestly so good.
8 911 - In Serial83 Chapters
FYATT & B. FR (Z.M.)
Book 1 - Fuck You All The Time (FYATT) Book 2 - Babydoll. Fuck Reality (B. FR) Abu sezonai vienoje vietoje!
8 179

