《Playboy •》თავი 14
Advertisement
-სემიიიი! რატომ გაშტერდიი?! პირსახოცით დიდხანს უნდა იდგე? წადი გამოიცვალე!- ქესის ხმამ გამომაფხიზლა.
-ახლავე დავბრუნდები!
ზემოთ ავირბინე და სპორტულები გადავიცვი. 5წუთში კიბეზე სირბილით ჩავედი, ბავშვები მე მელოდებოდნენ. ეს რა საოცარი შეგრძნებაა! ვეუბნებოდი საკუთარ თავს. დედას გარდაცვალების შემდეგ დაბადების დღე არ გადამიხდია, არც სურვილი და არც ხალისი მქონდა, მაგრამ რომ გადამეხადა ვინ უნდა დამეპატიჟა? აქამდე ამდენი მეგობარი არ მყოლია, ნუ მე მეგონა ასე.
-დროა სანთლები ჩააქრო და სურვილი ჩაიფიქრო იუბილარო! -გვერდით დამიდგა ჩანი და მითხრა.
-აჰამ, დროა! -გავუღიმე. მაგიდისკენ წავედი, სადაც ტორტი იდ. უეცრად მოვტრიალდი და ჩანის ვუთხარი:
-მიხარია, რომ აქ ხარ. - მან კი გაიცინა და თმა აიჩეჩა.
-3! 2! 1! შეუბერე! -ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და მთელი ძალით შევუბერე თვრამეტივე სანთელს.
თავი ავწიე და გავიკრიჭე, შემოვტრიალდი და ტორტის კრემი წამისვეს სახეზე.
-კარგით რა, სერიოზულად?!-წუწუნი დავიწყე და სააბაზანოში გავედი.
-გიხდება! -მომესმა ხმა უკნიდან, ვიღაც გულიანად ხარხარებდა.
-ჩანიოლ, შენი დაცინვაღა მაკლდა. -ვუთხარი და მეც ავხარხარდი. ონკანი მოვუშვი და წყალი სახეზე შევისხი.
-ბავშვები უკვე მიდიან, იჩქარე და გააცილე.
-მოიცა, ასე მალე რატომ?-თვალები დავჭყიტე.
-საღამოსთვის მომზადება სჭირდებათ, თან გოგოების ამბავი ხომ იცი. -თქვა და თვალები გადაატრიალა.
-ნააჰ...-ამოვიხვნეშე და პირსახოცით სახე შევიმშრალე.
-სემიიიიი! იჩქარეეე! კაბები უნდა ვიყიდოთ! -კარებში მდგარ ჩანიოლს მხარი გაკრა და სააბაზანოში გიჟივით შემოვარდა.
-ქეეეს პირის დაბანა მაინც მაცადეეე!
-ნუ წუწუნებ დროზე წავიდეთ! ჯონგინი და ჩანიოლი მოლში დაგვტოვებენ.
-კარგიიი 5წუთში გავდივართ.
ბავშვები გავაცილე და სახლიდან გავედით. მანქანის უკანა სავარძელზე გოგონები მოვთავსდით, წინ კი ბიჭები დასხდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ. სიხარულისგან დავხტი და ვცქმუტავ. გამიკვირდა ჩანი, რომ მოვიდა, ალბათ ჯონგინმა სთხოვა.
ფიქრებში ვიყავი გართული, როცა მუსიკის ხმამ გონზე მომიყვანა. ფანჯარას თვალი მოვწყვიტე და ჩანისკენ გავიხედე.
-ეს მუსიკა ვინ ჩართო? -ვიკითხე.
-Flawless? -იკითხა ჩანმა.
-შენ რა The Neighbourhood-ს უსმენ?
-რაიყო, გაგიკვირდა?
-კი.
-რატომ?
-არვიცი. -ჩუმად ვთქვი და მინა ჩამოვწიე. თვალები დავხუჭე და ქარს ნება მივეცი ჩემი თმა აეწეწა. ვუსმენდი ჩემს საყვარელ მუსიკას და წარმოვიდგენდი, თუ როგორ ვიჯექით მე და ჩანი კაბრიოლეტში და ოკეანის სანაპიროსკენ მივიჩქაროდით.
Advertisement
-მივედით. -თქვა ჯონგინმა.
-კარგი, საღამოს გამომივლი?-ჰკითხა ქესიმ.
-რათქმაუნდა! დროებით!
მანქანიდან გადმოვედით და უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში შევედით. ესკალატორით მესამე სართულზე ავედით და დავიწყეთ სასურველი კაბის ძებნა. საუკუნოვანი სიარულის შემდეგ ქესი ისევ წუწუნებდა და ვერ გადაეწყვიტა რომელი ეყიდა. ლოდინს უკვე შეჩვეული ვარ, ამიტომ არ ვეჩხუბები.
ზუსტად 2საათის შემდეგ იყიდა! როგორც იქნა! ცაში ხელები აღვაპყრე და მოლიდან გამოვედი.
-თავისუფლება! -წამოვიყვირე და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე.
-ვინმე გთხოვდა დარჩენას?!-ბუზღუნებდა ქესი.
-კი, შენ. -ვუთხარი და გავეკრიჭე.
-უხხხ!
ტაქსი გავაჩერეთ, ჩავჯექით და სახლებში წავედით.
სახლში, რომ შევედი ყველაფერი ძირს დავყარე და მისაღებში, დივანზე გავიშხლართე.
-მამა? -ნაჰ, არ არის სახლში.
ალბათ რესტორანშია და საღამოსთვის ემზადება.
ფეხშიშველი ავტანტალდი მეორე სართულზე და სააბაზანოში შევედი. გამოვედი თუ არა, ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ? -დაბნეულმა ამოვიბლუკუნე.
-სემი, ჩანი ვარ.
-გისმენ ჩანიოლ.
-შეიძლება ამ საღამოს გამოგიარო და რესტორანში ერთად წავიდეთ?
-საჭირო არ არის, მძღოლი წამიყვანს.
-ვიცი, რომ საჭირო არ არის, მაგრამ მაინც.
-არ მინდა, რომ შეგაწუხო.
-არა რა შემაწუხო, პირიქით გამიხარდება!
-კარგი რა გაეწყობა... გელოდები.
ამ წამს რა მოხდა? ომონაა! რა ჯანდაბა ემართება ყინულივით ცივ, სკოლის ბედბოის, პაკ ჩანიოლს? ვინმემ ამიხსენით რა ხდება ჩემს თავს! კარგა ხანს გაშტერებული ვიდექი და მომხდარს ვაანალიზებდი. შემდეგ ოთახში შევედი, ფენი ავიღე და თმა გავიშრე.
საღამოს 7იყო. თმა დავისწორე, მაკიაჟი გავიკეთე და ქვემოთ ჩავედი , რომ კაბა ამეღო. უეცრად ზარის ხმა გაისმა. ხალათი მჭიდროდ შევიკარი და კარი გავაღე.
-ჩანიოლ, ჯერ კიდევ 1საათი გვაქვს. -თვალით ვანიშნე, რომ შემოსულიყო.
-ვიცი, უბრალოდ ვეღარ მოვთმინე და წამოვედი.
-კარგი, აქ დამელოდე, ჩავიცმევ და ჩამოვალ.
-გელოდები.
კაბას ხელი მოვკიდე და ოთახში ავედი. ჩავიცვი, თმა დავივარცხნე, ქუსლიანები ხელში ავიღე და ქვემოთ ჩავედი.
ჩანის ჩემს დანახვაზე ყბა ჩამოუვარდა. ფეხსაცმელი ამოვიცვი, კაბა გავისწორე და ვკითხე:
-აბა? როგორ გამოვიყურები?
-ძალიან ლამაზი ხარ!-ამათვალიერა და ეშმაკურად გამომხედა.
-მადლობა, მესიე. -გავიღიმე და თავი დავუკარი.
-წავიდეთ?
-კი, მაგრამ ჯერ კიდევ 40წუთი გვაქვს.
-ვფიქრობ ვიცი ადგილი, სადაც ცოტახნით შევაფარებთ თავს. -ხელები ჯიბეში ჩაიწყო და სახლიდან გავიდა, მეც უკან გავყევი.
მანქანის კარი გამიღო და ჩავჯექი. ძრავი დაქოქა და ელვის სისწრაფით გააქროლა. მანქანაში მოხდენილად იჯდა, ცალი ხელი საჭეზე ჰქონდა, ცალი კი თავქვეშ ამოედო და თითები თმაში აეხლართა. მოულოდნელად გამომხედავდა ხოლმე და ეშმაკურად ჩაიღიმებდა.
Advertisement
-სად მივდივართ? -ვიკითხე.
-საიდუმლოა.
-მაშინებ.
-კარგი რაა -ახარხარდა.
-მართლა! და ნუ დამცინი.-ვუთხარი და საწყლად გავდეხე.
-არ იღელვო არ გიტაცებ...ნუ ჯერჯერობით მაინც.
-ჯერჯერობით?! ეგ როგორ გავიგო? -გავიკვირვე.
-კარგი ვხუმრობ სემ. -გაიცინა. -მოვედით.
მანქანა მდინარის ნაპირთან გააჩერა და გადმოვიდა. ირგვლივ არავინ იყო, მხოლოდ სიჩუმე სუფევდა. კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა, გადმოვედი და ყველაფერი ზედმიწევნით მოვათვალიერე.
-აქ რა გვინდა? -პასუხი არ გაუცია, მანქანის უკანა სავარძლიდან პატარა ყუთი აიღო, ჩემთან მოვიდა და შემომხედა.
-მინდოდა ეს სადმე წყნარ ადგილზე გადმომეცა.
ყუთი გამომიწოდა და მეც გავხსენი.
-ე-ეს ჩ-ჩემთვისაა? -ვიკითხე ბლუყუნით.
-კი, შენთვისაა.
-ჩანიოლ...მ-მე ამ საჩუქარს ვერ ავიღებ! ძ-ძალიან ძვირფასია!
-მინდა, რომ ეს ყელსაბამი შენ გქონდეს! გთხოვ აიღე!
-მ-მე არ შემიძლია! ა-ალბათ ძალიან ძვირი ღირს!
-მერე რა? რა პრობლემაა? მოდი, გაგიკეთებ. -მისკენ მიმიზიდა და ყელსაბამს დაავლო ხელი.
-მ-მე... -სიტყვის დასრულელბა არ მაცადა.
-მორჩა!...ღმერთო როგორ გიხდება! -სახე ხელებს შორის მოიქცია და OMG სახე მიიღო.
ხვანცალი დავიწყე.
-ჩანიოლ! მერიდება! ვერ ავიღებ ამ ყელსაბამს!
-ნუ დამღალე სემი! შენია და მორჩა! -იქვე მდგარ ხის სკამზე ჩამოჯდა, მეც მივედი და გვერდით მივუჯექი.
-რა მშვენიერი ხედია. -ვთქვი ჩუმად.
-ნამდვილად. -წაიჩურჩულა.
-აქ ხშირად მოდიხარ?
-კი.
-მარტო?
-ყოველთვის მარტო...
კარგა ხანს ასე ვიჯექით, შემდეგ ადგა, მანქანისკენ წავიდა და ხელით მანიშნა წავყოლოდი. თვალები ავატრიალე და უკან ავედევნე. მანქანაში ჩავსხედით და რესტორანში წავედით.
20წუთით დავაგვინეთ, უკვე ყველა შეკრებილიყო. ჩემი დანახვისთანავე მოვიდნენ, გადამეხვივნენ და კიდევ ერთხელ მომილოცეს.
უი! კაბების ჩვენება დამავიწყდა...ნაიჰ! მე თეთრი ფერი ვამჯობინე, ქესიმ კი შავი.
ტადაამ
რესტორანი კი ასე გამოიყურებოდა:
საჭმელად დავსხედით, ჩემს გვერდით ვიღაც აპირებდა დაჯდომას, როცა ჩანის ხმა გავიგონე:
-მაპატიეთ, შეგიძლიათ ადგილი დამითმოთ? მადლობა.
-ჰეი -ვუთხარი და ჭამა განვაგრძე.
-გეთქვა თუ გშიოდა, გზაში რამეს გიყიდდი.
-რა მზრუნველი ხარ. -ვუთხარი ირონიულად.
-ყელსაბამს რა უყავი? -მკითხა გაოცებულმა.
-შევინახე, რომ არ დამკარგვოდა. ჰმმ... სავარაუდოდ სუვენირად დავდებ სახლში...
-რა?! -პირი დააღო.
-კარგი ვხუმროობ!...უბრალოდ ძალიან ძვირფასია.
-ვიცი.
-ყველა გოგოს ასეთ ძვირადღირებულ ნივთებს ჩუქნი?-ვკითხე და სახით ხელს დავეყრდენი.
-არა, საერთოდაც შენამდე არცერთი გოგოსთვის მიჩუქნია რაიმე, თუნდაც იაფფასიანი.
-ვაუ ჩანიოლ, შოკში ვარ. აბა დღეს რა ბზიკმა გიკბინა?
-აზრზე არ ვარ...-ამოიხვნეშა და ზურგით სკამს მიეყრდნო.
-მაპატიე უნდა დაგტოვო, ჩემი მუსიკაა! -ავდექი, მხარზე ხელი დავადე და საცეკვაოდ წავედი.
ნეონის შუქები თვალებში მანათებდა, ნელა ვირხეოდი და რიტმს ვყვებოდი. ჩანიოლს შორიდან ვადევნებდი თვალს. ციმციმა შუქების გამო მის ფიგურას კარგად ვერ ვარჩევდი, მაგრამ ვხედავდი ნელ-ნელა როგორ მიახლოვდებოდა დიდი სხეული.
თვალები დავხუჭე და ვიღაცის სხეული ზურგზე ამეკრო, ხელები კი წელზე შემომხვია. კმაყოფილი სახით შემოვტრიალდი, მაგრამ ლუკასი შემრჩა.
-ჩემი დანახვა არ გაგიხარდა იუბილარო? -მკითხა ნაღვლიანი ხმით.
-უბრალოდ სხვა მეგონე -გავუღიმე და მხრებზე მოვხვიე ხელები.
-აჰამ, ჩანიოლი არა?
-კი.
-როგორი საყვარელი ხარ!-მითხრა და ახარხარდა.
-გეყოოს! -ტუჩები წინ გამოვწიე.
მუსიკა დამთავრდა და ბართან მივედი.
-ბევრი არ დალიო. -ისევ მისი ხმა.
-შენ რატო დარდობ?
-მე შენთვის ვამბობ. -მითხრა, თან თვალს არ მაშორებდა.
-ვითომ მზრუნველი.-ჩავიბურტყუნე. ჭიქას ხელი მოვკიდე, უნდა დამელია მაგრამ ხელი მაჯაში მომკიდა.
-მგონი საკმარისად დალიე.
-ჭიქას ხელი გავუშვი და გაბრაზებული სახით აივანზე გავედი.
უკან გამომყვა და აივანზე ჩემს გვერდით აისვეტა.
-რატომ დამყვები? -ვუთხარი ისე, რომ მისკენ არც გამიხედავს.
-რომ გადავარდე დაგიჭერ. - მიპასუხა და აივნის მოაჯირს დაეყრდნო.
-უბედური ვარ ჩანიოლ! -უეცრად წამომცდა.
-რატომ?
-არის ვიღაც ვინც მიყვარს, თან წლებია.
-და მას არ უყვარხარ?
-არა. -ვთქვი ნაღვლიანი ხმით
-ზუსტად იცი? -ამ კითხვის გაგონებისთანავე გავხედე, მიყურებდა...მის თვალებში იყო რაღაც, რაც აქამდე არ შემიმჩნევია.
ძალიან ახლოსაა...მის სუნთქვას ოდნავ, მაგრამ ჩემს ღაწვებზე ვგრძნობ... ბეწვი ამეშალა და სუნთქვა გამიხშირდა...ვუყურებ და მინდა ვაკოცო... მის ტუჩებს დავწვდე...ყოველგვარი სიბინძურე გავაკეთო...მინდა! მაგრამ არა! ასე არ უნდა მოვიქცე!
-ვიცი. -სრული დავდაჯერებით ვუპასუხე.
-ვამჩნევ, როგორც მიყურებ.-მითხრა და ადგილზე გავიყინე.
-და მაინც, როგორ გიყურებ?
-გინდივარ. -არ დააყოვნა და ეგრევე მიპასუხა.
-და მაგას ეუბნები გოგოს, რომელმაც ხუთი ჭიქა მარტინი დალია?
-მე მხოლოდ დღევანდელი დღე არ მიგულისხმია და ეს შენც კარგად იცი, უბრალოდ თავს ისულელებ.
-აი მანდ ცდები ჩან. -დალახვროს! ისევ წამომცდა.
-ჰაჰა! ჩანი... ისევ წამოგცდა საყვარელო!
-უნდა წავიდე, სხვა დროს გავაგრძელოთ. -ეშმკურად ჩავიღიმე და დარბაზში დავბრუნდი.
Advertisement
- In Serial497 Chapters
The Tutorial Is Too Hard
On a normal boring day. A message appears, inviting him to a Tutorial. A tale about Lee Ho Jae and his escape from Tutorial. Who just happened to choose the hardest possible difficulty, Hell.Thank you for reading updated The Tutorial Is Too Hard novel @ReadWebNovels.net
8 647 - In Serial8 Chapters
The Forgotten One
Hey there everbody. This will be my second upload to Roll 20. Unfortunately I wasn't able to continue my previous one due to life and what not but I'm now back and have a some what new idea I've been kicking around for years. We'll see if i head back to my other fiction due to having things calming down. And like always I'm open to constructive critisims. Any way on to the synopsis. The world as we know it is gone. Torn from everyone due to two major things. First and foremost a biologica lweapon that no one wanted to take credit for after it was released and couldn't be stopped (a zombie virus of sorts) and the way that many nations thought to stop it from spreading was to destory everything they could ofcourse that didn't include them selves. So there the world was in a mexican standoff with hundreds of countries with hundreds of nuclear weapons just dareing one another to make the first move. Once again no one knew who started it but it didn't matter once it started the world was doomed. In an attempt to save people some scientists began working on a way to cryogenically frezze people so they could surive the on coming armegedon. The problem was before they could begin testing it on humnas the nukes began launching. In a bid to save them selves a family gave their youngest son to the scientists as a test subject. He had already been infected by the virus weeks before the nukes were being threatened and still retained his humanitiy. After being betrayed by his family after telling them of his ability to stay him self and a few things the bio weapon had changed in him physically he was sedated with enough drugs to kill a whole pride of elephants and forced to take part in the experiment. The last thing he remembers was watching his world close around him (his cryo pod) and his family's face of sadness but also hope in the fact that them betraying him may give them a chance to live. This is a fan fiction in which many aspects of one of my favorite games will be quiet prevelent. It will be obvious to those who have played it but for those who may not the game i'm going to be baseing some of the things in this novel is called Prototype. And no I do not own the rights to the cover. If the creater would like for me to pull it down please messege me.
8 183 - In Serial20 Chapters
Saga of the Celestial Warriors - The Journey
Hilbert Ygdrazz White - fearless prince and a very skilled warrior - has been tormented by ominous nightmares. "Is this a warning from The Godess herself? I must step in... as soon as I can!!" The prince of Whitecastle Kingdom fears that the entire creation of Gaia might be heading towards a terrible fate, but Hilbert will desperately fight for the destiny of his treasured world. On his daring journey, Hilbert will also have the help of his dearest friends and allies to face powerful and twisted evil creatures from another dimension. These creatures of darkness are mercilessly chasing the prince for misterious reasons. This is a story of true friendship, fierce battles, joy, tears and courage.
8 112 - In Serial22 Chapters
World War Zed
World War Zed : The Survivors' Stories - It is ten years since Britain declared itself free of the Zombie menace. This book compiles the untold stories of survivors across the world, how they survived, how the spread of the Infection impacted on their lives, and how they fought against the moaning horde of undead that threatened the very continuation of the human race. (Horror / Fan Fiction, Fan fiction of Max Brooks' World War Z.)~If you've read this and fancy more zombies, or something that isn't fanfic then I've got the zombie novel WalkerZ on my profile.
8 116 - In Serial58 Chapters
Does Hell Have an Adventurers' Guild?
I have decided to try out a different style. I cannot say much at this point, the story is mostly fantasy/romance and will evolve as I go, but it will involve an "adventurers' guild" in a demonic setting. MC will be a reincarnator becoming a denizen of hell, I will add vital description as I go. Gore will be used with reason, some bad words here and there and severe explicit or traumatizing content will be announced in advance, but it will not be the focus of the work.
8 167 - In Serial33 Chapters
Candied Heart-Fatgum x reader
Y/n was someone the league of villains held hostage for a long time. No one noticed her disappearance since she was deemed quirkless. But the doctors were very mistaken. My hero academia and its characters belong to Kohei HorikoshiThe cover art does not belong to me, I am not sure who the artist is but they are amazing! Just to let my readers know! I am not on hiatus, I am just very slow to update. I love hearing feedback on my story, criticism is accepted. Please do not hesitate to point out mistakes! Thank you so much for reading! I hope you enjoy my story!
8 218

