《Playboy •》თავი 17
Advertisement
-კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება მისტერ პაკ!-მითხრა გახარებულმა ქალმა და გამეკრიჭა.
-რა დამემართა?-ვკითხე სუსტი ხმით და ჩემს სხეულს დავხედე.
-ავარიაში მოყევით. სატვირთომ დაგარტყათ. ვიცი ჩემი საქმე არ არის, მაგრამ შუა გზაზე რა ძალამ გაგაჩერათ, თან შუქნიშანიც მწვანედ ანათებდა.
-უბრალოდ ჩავფიქრდი ქალბატონო.
-რაზე? -იკითხა მან და მეც ვუპასუხე:
-გოგონაზე.
-იმედი მაქვს ის გოგო თქვენს სიცოცხლედ ღირს.
-ჰაჰა, ვფიქრობ ასეა. -გავუღიმე.
-რადგან გონს მოხვედით ღმერთის წყალობით, დასვენების საშუალებას მოგცემთ. თქვენი მეგობრები უკვე აქ არიან.
სეჰუნის მისაღებში ვისხედით და მშვიდად ვსაუბრობდით, როცა ჯონგინის ტელეფონმა დარეკა.
მობილურს დახედა, რამდენიმე წამით უყურებდა, უცხო ნომერი იყო. ბოლოს გადაწყვიტო აეღო და უპასუხა:
-გისმენთ? დიახ. რა?! როდის?! ღმერთო ჩემო! როგორ არის?! ახლავე მოვალ!
პასუხებს აყრიდა და აყრიდა, არ ჩერდებოდა. ყველანი დავიძაბეთ და ავფორიაქდით.
-ჯონგინ რა ხდება?!-ვიკითხე ანერვიულებულმა.
თავიდან პასუხი არ გამცა, ხელები სახეზე აიფარა და ნერვიულობისგან რწევა დაიწყო.
-ჯონგინ მაშინებ! რა ჯანდაბა ხდება?! -გავუმეორე.
-ჩ-ჩანიოლი....მ-მას სატვირთომ დაარტყა. -შიშისგან ხმა უკანკალებდა, ასეთ მდგომარეობაში არასდროს მენახა.
ამის გაგონებაზე სემი სავარძლიდან წამოხტა და ქურთუკს დაავლო ხელი.
-სეჰუნ! ჯონგინს მიხედე! მე სემის გავყვები! -კარი გავიხურე და ლიფტთან მივედი. დაკავებული იყო. კიბეზე ჩავირბინე, მაგრამ სემის ვერ მივუსწარი. სადარბაზოდან გავედი და ქუჩაში სემი დავინახე, ავედევნე. სულ რაღაც ხუთი ნაბიჯი მაშორებდა. შუქნიშანი წითლად ანათებდა. სემი კი თავჩახრილი გაიქცა ზებრაზე. შუა გზაზე იდგა, როდესაც სიგნალის ხმა მომესმა და დავინახე, როგორ მიანათა დიდმა შუქმა მას....ავტობუსი მას ეჯახებოდა...მისკენ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი და ხელი მთელი ძალით ვკარი. ორივენი წავიქეცით, ავტობუსმაც დაატორმუზა. ცივ ასფალტზე ვიწექით და ვხედავდი, როგორ იკვალავდა შუბლიდან წამოსული სისხლი სემის სახეზე გზას. ხელებზე წამოვიწიე და შევაჯანჯღარე.
-სემიიი! გამოფხიზლდი! სემიიიი!
თვალები ფრთხილად გაახილა და რამდენჯერმე დაახამხამა. გახარებულმა მივიხუტე და თავზე ვაკოცე.
-შეშლილო! რაზე ფიქრობდი?! ლამის ორივე დაგვღუპე!
-მაპატიე, რომ ასეთ საფრთხეში ჩაგაგდე. -ტირილი დაიწყო.
-მთავარია გადავრჩით. ჰუჰ...-ამოვიოხრე.
-დახმარება ხომ არ გჭირდებათ?-გვეკითხებოდნენ ქვეითები. კეთილი ხალხი ადგომაში დაგვეხმარა და სეჰუნის ბინამდე მიგვაცილეს. ჯონგინი და ჰუნა ეზოში იყვნენ. ჩვენს დანახვაზე გამოიქცნენ.
-საყვარელო რა დაგემართა?! კარგად ხარ?! -მომვარდა და მიმიხუტა.
Advertisement
-სემი კინაღამ ავტობუსმა გაიტანა. მას, რომ რამე მოსვლოდა ჯონგინ....მე....არვიცი...
-შშშშ...მთავარია ახლა კარგად ხართ.-უფრო ძლიერად მიმიხუტა. მერე ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვა.
სეჰუნმა მანქანა საავადმყოფოსთან გააჩერა. ჯონგინმა ხელი ჩამკიდა, მიმღებში შევედით და ჩანი ვიკითხეთ. გვითხრეს, რომ საოპერაციოში გადაჰყავდათ.
სწორედ იმ წამს გამოაგორეს მისი საკაცე და საოპეროციაში შეიყვანეს. სახე სულ სისხლში ჰქონდა გასვრილი. ვერ იფიქრებდით, რომ ეს ჩანიოლი იყო.
ყველა მას ვუყურებდით, როცა სემი სეჰუნს გამოეცალა ხელიდან და გული წაუვიდა. იატაკზე მძიმედ დავარდა. სემისკენ ვიწევდი, როცა ჯონგინმა გამაკავა. სეჰუნმა სემი ხელში აიყვანა და პალატაში დააწვინა.
ექიმები მას შემოეხვნენ და ჩვენ გარეთ გამოგვიშვეს.
-ნუ ღელავთ! უბრალოდ გული წაუვიდა! -ამბობდა თეთრხალათიანი კაცი.
-ჯონგინმა იქვე სკამზე დამსვა და მუყაოს ჭიქა პირთან მომიტანა. წყალი მოვსვი და თავი მის კალთაში ჩავდე.
-ჯონგინ, ხომ კარგად იქნებიან?-ძლივს ამოვღერღე.
-ორივენი კარგად იქნებიან!-მიპასუხა მან.
-მაგაში ეჭვიც არ შეგეპაროს!-დაამატა სეჰუნმა.
ჩანის მშობლები კორეაში არ იმყოფებოდნენ, ამიტომ იმ დღეს არ მოსულან. სემის მამას დავურეკეთ, რომელიც მაშინვე საავადმყოფოში გაჩნდა.
-მისტერ მოროუ, თქვენ პაციენტის მამა ხართ?-იკითხა ექიმმა.
-დიახ! როგორ არის ჩემი ქალიშვილი?!-ხმა უკანკალებდა. საწყალმა კაცმა რამდენი ტკივილი გადაიტანა. მას მხოლოდ სემი ჰყავს...
-არ ინერვიულოთ, უბრალოდ შოკისგან გული წაუვიდა. პაციენტ პაკის მდგომარეობა ძალიან განიცადა. მალე გამოფხიზლდება.
-ვისი მდგომარეობა?-იკითხა გაკვირვებულმა.
-პაციენტ პაკ ჩანიოლის, ისიც დღეს შემოიყვანეს. მძიმედაა დაშავებული.
-რა შეემთხვა?
-სატვირთომ დაარტყა.
-ღმერთო ჩემო! ფეხით იყო?!
-არა, მანქანაში იჯდა.
-კარგად იქნება?-იკითხა სემის მამამ.
-დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ყველაფერს ვაკეთებთ მის გადასარჩენად. მთავარია თვითონ არ დანებდეს.
მე მისტერ მოროუს უკან ვიჯექი და მათ საუბბარს ვუსმენდი, ბიჭები კი საოპერაციოს კართან, იატაკზე ისხდნენ და ქირურგის გამოსვლას ელოდნენ.
გაყუჩული ვიჯექი სკამზე და ჯონგინის კალთაში თავი ჩამერგო. თეთრხალათიანი კაცი ჩვენსკენ მოდიოდა. ჩემს წინ შეჩერდა და მას ავხედე.
-მისტერ პაკი გონს მოვიდა!-გვითხრა გახარებულმა.
-მადლობა ღმერთს!-წამოფრინდნენ ბიჭები.
-ხომ ყველაფერი ძველებურად იქნება?-ვიკითხე მე.
-დიახ. ღმერთის წყალობით ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. არანაირი ტრამვა არ დარჩება მას. მხოლოდ რამდენიმე დღით მოუწევს აქ დარჩენა.
-რათქმაუნდა! რამე ხომ არ სჭირდება? ტანსაცმელი ან რამე?-მიაყარა ჯონგინმა ექიმს.
Advertisement
-არა, ჯერ არაფერი.
-მისი ნახვა შეიძლება?-იკითხა სემიმ, რომელიც კედელს ებღაუჭებოდა და ბარბაცებდა.
-შენი ადგომა არ შეიძლება.-ხელი შეაშველა ჯონგინმა და ჩემს გვერდით დასვა.
-მე კარგად ვარ. ჩანი? შეიძლება მისი ნახვა?-იკითხა ისევ.
-ჯერ დასვენება სჭირდება. რთული ოპერაცია გადაიტანა. ძლიერი ყმაწვილია, მაგრამ ვფიქრობ მას ვიღაცამ ბოლო წამს უბიძგა გადარჩენისკენ! და კიდევ რა უნდა გითხრათ, როცა გათიშული იყო მხოლოდ ერთ წინადადებას ბოდავდა...
-რას?! -ვიკითხეთ ერთხმად.
-"სემი აქ რას აკეთებ?!"
-Holy Shit!-წამოიყვირა ჯონგინმა.
-რა მოხდა?-ვკითხე გაოცებულმა.
-ამ ორის ვერაფერი ვავიგე! მოგწონთ ერთმანეთი თუ არა?! ხომ შეიძლება გამოტყდეთ ან ერთი ან მეორე?! რა უბედურებაა?-ხელები გაშალა და გოგოსავით აწაწკანდა. ყველა მას მისჩერებოდა.
სემიმ ხელი სახეზე აიფარა და არაფერი თქვა.
-მგონი ყველას გვშია. მე და ჯონგინი წავალთ და რამეს ვიყიდით. -სიტუაცია სეჰუნმა გაანეიტრალა. ჯონგინს ხელი კისერში დაავლო და წააბანცალა.
-მაშინ...შენ აპირებდი თქმას...ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა...
-არა ქეს! შენი ბრალი არ არის. მანამდე უნდა მეთქვა, მაგრამ გამბედაობა არ მეყო...ასე არ უნდა გამეწელა ეს ამბავი...
-სემი...-მოულოდნელად დაიწყო, რაღაც ამბის მოყოლა:
-ქეს...როცა გავითიშე ჩანი დავინახე...დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი მინდორში იდგა...კარგად ვერ დავინახე, იმ წამსვე გაქრა...ეს რამეს უნდა ნიშნავდეს?
-არვიცი...ალბათ შოკის გამო მოგეჩვენა.
-შეიძლება. -თვა და მხრები აიჩეჩა.
10წუთში ბიჭებიც დაბრუდნენ, ცელოფნებით ხელში. ძალიან ბევრი საჭმელი მოიტანეს. საავადმყოფოს დერეფანში სკამებზე კომფორტულად მოვთავსდით და ჭამას შევუდექით.
იმ ღამით ყველანი იქ დავრჩით, იქვე ჩაგვეძინა.
ძილი ვიღაცამ დამიფრთხო. მხარზე ფრთხილად მომქაჩა და ჩემი სახელი ჩამჩურჩულა.
-ქლოე! -ამღვრეული თვალები დავიზილე და ჩემს თავთან მდგარ მაღალ ფიგურას ავხედე.
-ძია მოროუ!
-მაპატიე ქლოე, რომ გაგაღვიძე მაგრამ ამაზე ლაპარაკი სემისთან ერთად არ მინდოდა. -ძალიან ხმადაბლა საუბრობდა.
-რა ხდება?
-მაინტერესებს...ეს ჩანიოლი ვინ არის და სამანტამ გულთან ასე, რატომ მიიტანა მისი ამბავი?
-ჩანიოლი და სემი ლიტერატურაზე და ისტორიაზე ერთად არიან. უბრალოდ კლასელია.
-შეიძლება უხეშად გამომივიდეს, მაგრამ არ მგონია უბრალოდ "კლასელის" გამო გადახტომოდა ჩემი ქალიშვილი ავტობუსს წინ, შენი სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო და საავადმყოფოში შოკირებულს გული წასვლოდა.
-დიახ, მართალი ხართ. სხვის გამო სემი მე საფრთხეში არ ჩამაგდებდა... მაგრამ ეს ბიჭი მისთვის სულ ერთი არ არის...
-ვიცოდი...
-საიდან?-გამიკვირდა.
-შენ ხომ იტალიური სალათი არ გიყვარს?
-დიახ, არ მიყვარს...და რატომ მეკითხებით მაგას?
-ამას წინათ სახლში, რომ დავბრუნდი სამზარეულოში მაგიდაზე ორი თეფში და სალათით სავსე ჯამი დამხვდა. ვიცოდი, რომ შენ იტალიურ სალათს არ ჭამდი და მივხვდი, რომ წინა ღამით სემისთან ერთად ვიღაც სხვა იყო.
-ვააააუუ, როგორი ჭკვიანი ხართ ძია მოროუუუუ! -გავეკრიჭე მას.
მასაც გაეღიმა, ხელი თავზე დამადო და თმაზე მომეფერა.
-მადლობა, რომ ჩემი სულელი გოგონა გადაარჩინე. -მითხრა და თავი ჩახარა.
-მე ხომ მისი საუკეთესო მეგობარი და თქვენი შვილობილი ვარ!
-რათქმაუნდა!-თქვა ხალისიანად და დამემშვიდობა.
მეც ჩემს ადგილზე დავბრუნდი, ბავშვებს ისევ ეძინათ. მეც სკამზე კომფორტულად დავჯექი და ვეცადე დამეძინა.
😂😂💜💜💜
Advertisement
- In Serial18 Chapters
Steve of the Almost Empire
People would speak of the day Emperor Steve took power as a time of change. On the first day of his rule he issued an edict that shook the station. ‘Vengeance for humanity!’ He roared. ‘Death to the Xeno’s’ The people, the lifeblood of the Empire, replied. Some of the powerful seek to divert from this violent path. Others wish to see it through. One sees a path to redeem themselves for past mistakes. An unlucky translator just wants to survive. But Steve doesn't know anything about all that. Honestly? He’s just happy to be here.
8 211 - In Serial16 Chapters
BOOK 2: THE WRATH OF ASMODEUS -- [a Perth's Accidental Superheroes series] VOL 1.2 OTHER-PERTH
The handicap tweens -- Jane, Peter and Paul go back to school after the Treeton tragedy that 'cursed' them with their undesired super abilities. The Cursed-trio are split in their decision, as Peter wanted to exploit their new-found superpowers, for his 'own' personal fame and glory - while Jane and Paul would rather be anonymous and conceal their secret identities. Meanwhile, Piper -- Jane's runaway dog got into a pickle with the law when the mutt left Perth City into the Outbacks. An eminent threat is coming in form of a supernatural devastating bushfire, created by the Dark forces of the Asmodeus, lurking near - would the Cursed-trio unite to work as one -- to put out the fire before it consumes their city?
8 196 - In Serial150 Chapters
Number 7
The Cataclysm. The end of the world. When one wakes up in a world destroyed with rot and overtaken by the undead, survival should be one's number 1 priority. However survival is no longer an option. As he awakens one day, Marcus finds that he is no longer alone in this world. Ever. [It is only through experiencing death and destruction... that you will truly know the meaning of suffering.] [And the demented nature of humanity.] [And what better place to experience such things... than in a world which has been ruined?] This is the story of a man and a monster. [Man and monster... are they not one and the same?] This is the story of Number 7.
8 108 - In Serial44 Chapters
The Dungeon Novel
Participant in Royal Roads 55000 Write A Thon A man and a dog come to a meeting of the minds and then a god takes an interest.
8 826 - In Serial81 Chapters
camilo madrigal imagines
| I DO NOT OWN ENCANTO OR ANY CHARACTERS FROM THE MOVIE ITSELF, ONLY Y/N OR ANY OF HER FAMILY MEMBERS |pronouns for reader will be at the top of the imagine so you can see it before you start reading, enjoy guys
8 113 - In Serial6 Chapters
In Another Life
Shortly after Andy McNally returns from a successful UC, she receives threats from the man she put behind bars. She has now choice but to leave her life behind with no goodbyes and go into hiding. Six years later, she returns to Toronto. How will Sam react? What secret has she kept from Sam all these years?
8 159

